LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ – პრეზიდენტი ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე

67
salome-zurabishvili-220619

“მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ,” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება ევალება:

საზოგადოებამ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება ვერც მაპატიოს – პრეზიდენტი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

„ეს აშკარაა, რომ ოპოზიცია აპირებს ამ სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორეს მხრივ, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლისა და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება, ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც „კორონას“, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას. რადაც არ უნდა მიღირდეს და მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ალბათ ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება, მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს. ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, – განაცხადა სალომე ზუაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები