LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებამ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება ვერც მაპატიოს – პრეზიდენტი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

103
4c9849cfd8614e22a7d39f59701c6a90

არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს

„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს. სანამ ავხსნი ჩემს ამ ურთულეს გადაწყვეტილების მიზეზს, უნდა განვმარტო ყველას გასაგებად კიდევ ერთხელ შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g