LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

153
SALOME-ZURABISHVILI

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, მათი შეწყალების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქვეყანა მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას:

საზოგადოებამ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება ვერც მაპატიოს - პრეზიდენტი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

"არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“

“ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას – დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული, წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი – მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს – სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები