LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე: ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე

71
1605793886-ჯოზეფ-ბორელი-1024x642

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან პასუხთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს.

კითხვაზე, როგორია მისი გზავნილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით, ბორელმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა.

„წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე.“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი – 10 მაისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g