LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს

1469
ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ძალიან დიდსულოვანი ქვეყანაა, მაგრამ სურს, გააგრძელოს ქვეყანაში შემომსვლელი პირების შემოწმება.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება უკრაინაში, ვფიქრობ, გონივრულია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გვაქვს იმის ძირითადი შესაძლებლობები, შევამოწმოთ, თუ ვინ შემოდის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g