33 წლის ქერი საიმონდსი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლეა, ,,ტვიტერზე” ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს. ორსულობის მესამე ტრიმესტრში მყოფი საიმონდსი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ბორის ჯონსონს კორონავორუსი დაუდასტურდა.
ქერი საიმონდსი ამბობს, რომ 9 დღე ლოგინში გაატარა. მას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ჰქონდა, თუმცა ტესტირება არ ჩაუტარდა. ახლა საიმონდსი თავს უკეთ გრძნობს და ყველა ორსულს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
I’ve spent the past week in bed with the main symptoms of Coronavirus. I haven’t needed to be tested and, after seven days of rest, I feel stronger and I’m on the mend.
— Carrie Symonds (@carriesymonds) April 4, 2020