LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონმა წარმოადგინა ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შესთავაზებს

276
skynews-boris-johnson-prime-minister-5678340

მომდევნო კვირას, ბრიტანეთის პრემიერი პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას შესთავაზებს. ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ბორის ჯონსონი საკუთარი გეგმის წარდგენას კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე გეგმავს.

ჯონსონი ამ გეგმით გაერთიანებული სამეფოს პარტნიორებს მოუწოდებს, აღკვეთონ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე „მცოცავი ნორმალიზება“, მოიძიონ სიტუაციის დეესკალაციის დიპლომატიური გზები, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული ჩართულობით და ევროატლანტიკურ სივრცეში დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.

„პუტინი უნდა დამარცხდეს, ეს უნდა იყოს მისი აგრესიის მარცხი და მისთვის არ არის საკმარისი მხოლო ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო წესრიგის წესებზე. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ სამხედრო ძალით მისი მუდმივი გადაწერის მცდელობა”, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g