LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომის“ მფლობელ რუს ოლიგარქს სენ-ტროპეს ვილა დაუყადაღეს

191
original

„ბორჯომის“ მფლობელ რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს სენ-ტროპეს ვილა დაუყადაღეს. ფრიდმანის ოჯახის ელიტური უძრავი ქონების „გაყინვის“ გადაწყვეტილება საფრანგეთის ხაზინამ 3 მაისს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ვილა „გაყინა“ ევროკავშირის მიერ ფრიდმანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა მიხაილ ფრიდმანს სანქციები 28 თებერვალს დაუწესა, პუტინის ადმინისტრაციასთან მისი კავშირებიდან გამომდინარე.

კიდევ ერთი სანქცირებული ბიზნესმენი – წარმოშობით უკრაინელი, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი, რომელიც „ბორჯომს“ აწარმოებს

რაც შეეხება თავად სენ-ტროპეში მდებარე ვილას, ის 580 კვ. მ-ს მოიცავს, აქვს საცურაო აუზი, საუნები, ვერტმფრენის მოედანი, 10 საძინებელი და სხვა სივრცეები. ვილა ეკუთვნის ფრანგულ კომპანია SNC COPAB-ს, რომლის მფლობელებიც თავის მხრივ მიხაილ ფრიდმანის ქალიშვილები ლარისა და ეკატერინა ფრიდმანი არიან. კომპანიის 1%-ს კი კვლავ მიხაილ ფრიდმანის ყოფილი მეუღლე ოლგა აიზიმანი ფლობს.

ცნობისთვის, ძვირად ღირებულ ქონებას აქვს საკუთარი ვებგვერდი და მის “გაყინვამდე” დღეში 6000 ევროდ ქირავდებოდა, შესაბამისად, ფრიდმანი და მისი ოჯახი ამ ბიზნეს-აქტივიდანაც საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდა.

IDS Borjomi-ს აქციონერი, შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი გახდეს: სანქცირებული მიხაილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები