LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDS Borjomi-ს აქციონერი, შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი გახდეს: სანქცირებული მიხაილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს

341
274320093_1383114068802404_8207715047369241908_n

IDS Borjomi-ს მაჟორიტარი აქციონერი, შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე გახდეს. სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს და ერთ-ერთი შესაძლო სქემა ბიზნესის ინა გუდავაძისთვის მიყიდვაა. ინფორმაციას Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქვრივს არ აქვს ამდენი ფული. ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა გადავადებული გადახდის პირობით გაყიდვა იყოს. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ყველაფერი დასტაბილურდება და ქვრივი თანხას არ გადაიხდის, აქციების უკან დაბრუნება მოხდეს“, – ამბობს წყარო Українська правда-სთან.

უკრაინული გამოცემის ცნობითვე, პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე არასაჯარო პირია. ის დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების სხვადასხვა სიაში რამდენჯერმე მოხვდა. ამჟამად, მისი ქონება, დაახლოებით, 650 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, IDS Borjomi-ს წილებს საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეები ფლობენ. აქციონერთა უმრავლესობა ქართველები არიან.

შეგახსენებთ, ლიეტუვასა და ესტონეთში „ბორჯომი“ სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს, რადგანაც მიხაილ ფრიდმანს, როგორც პუტინთან დაახლოებულ პირს, დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები