ქართული ჭადრაკის ლეგენდა, მსოფლისო ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი კიდევ ერთი ტიტულის მოსაპოვებლად იბძოლებს.
ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობს სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც იტალიის ქალაქ ასისში დღეს იწყება და 26 ნოემბერს დასრულდება.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით გაიმართება და საქართველოს სახელით მასში მონაწილეობას მიიღებენ:
- მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი;
- სენიორ – ვაჟთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზურაბ სტურუა;
- სენიორ-ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი – სოფიკო ტერელაძე.
შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ტიტული 2019 წელს 78 წლის ასაკში მოიპოვა.
ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა