ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ მოიპოვა.
ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში ჩატარდა. ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკეა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო პირველი, რომელსაც (1982 წელს) „საჭადრაკო ოსკარი“ გადაეცა.
ნონა გაფრინდაშვილმა 2018 წლის აგვისტოში ევროპის ჩემპიონატი მოიგო სენიორებს შორის, ხოლო ნოემბრის ბოლოს სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ლეგენდარული მოჭადრაკე განაგრძობს თამაშსა და ჩვენ განცვიფრებას.