დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს მიაღწიოს სამხედრო წარმატებებს 9 მაისის ყოველწლიურ „გამარჯვების დღის“ აღლუმამდე.
„ამან შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ძლიერად ცდილობენ ისინი ოპერაციების ჩატარებას ამ თარიღამდე“, – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერზე“.
სამინისტრომ დასძინა, რომ რუსული ჯარები მიიწევენ კრამატორსკისკენ, უკრაინის დროშის ქვეშ მდებარე უდიდესი ურბანული ზონსიკენ, დონბასში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
(2/4) Russia likely desires to demonstrate significant successes ahead of their annual 9th May Victory Day celebrations. This could affect how quickly and forcefully they attempt to conduct operations in the run-up to this date.
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) April 21, 2022