LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში მწეველების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა, როგორ ახერხებენ მავნე ჩვევაზე უარის თქმას

73

მწეველების რაოდენობამ ინგლისში რეკორდულად მოიკლო. „ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 2012 წელს ბრიტანელების 19.3% იყო მწეველი, 2015 წელს კი მათი რაოდენობა 16.9%-მდე შემცირდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბევრ მწეველს ელექტრო სიგარეტი დაეხმარა მავნე ჩვევისთვის თავის განებებაში.

2,5 მლნ მწეველიდან, რომლებმაც სცადეს გასულ წელს სიგარეტზე უარი ეთქვათ, მხოლოდ 20%-მა შეძლო მიზანს მიეღწია.

სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანი 28 დღის მანძილზე შეძლებს, არ მოწიოს სიგარეტი, სამუდამოდ უარის თქმა მავნე ჩვევაზე ძალიან მარტივი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები