უბედური შემთხევა მოხდა გვიან ღამით ვაჟა ფშაველას გამზირზე. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც თბილისში ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავაა.
ოჯახის ახლობლები ინფორმაციით, გასროლა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.