ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.
ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გვამცნობს, მათ შორის პოზიტიურ სიახლეებს, უკრაინის სასარგებლოდ.
ბუკა პეტრიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სალამი მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მაინც მოგაწვდით ნიუსებს, რამდენადაც მწირი არ უნდა იყოს ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან!
შეიძლება ითქვას, რომ მთელი ფრონტის გაყოლებაზე სამხრეთიდან აღმოსავლეთამდე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები! ამინდებმაც თავისი როლი ითამაშეს: წვიმები ხელს შეტევებში, ფოთოლცვენა კი ხელს გვიწყობს მტრის განადგურებაში!
მიკოლაევი ხერსონის მიმართულებაზე უცვლელად არის ვითარება, ისევე როგორც სვატოვო-კრემენნას! ბახმუტზე მორიგ ჯერზე წამოვიდა მტერი და მორიგ ჯერზე მიიღო დინგში!
დრონებთან ომი იქნება უახლოეს პერიოდში აქტუალური! ირანული დრონების 85-90%-ს კი ანადგურებენ ჩვენები ქალაქებშიც და ფრონტის ხაზზეც, მაგრამ ამაზე მიდის რესურსი, დრო, ძალისხმევა და მათი მცირედი ნაწილის მიზნამდე მიღწევას მაინც მიაქვს უდანაშაულო ადამიანებს სიცოცხლე!
დმიტრო კულებამ ბომბსაფარიდან მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაწესდეს სანქციები ირანის წინააღმდეგ და გაიზარდოს სათანადო შეიარაღების მოწოდების რაოდენობები და ტემპები!
ამერიკაში უკვე ითვალისწინებენ ირანული დრონების ფაქტორს და ახალი დახმარება შესაბამისად კომპლექტდება!
21-24 ნოემბერს დაგეგმილ ევროპარლამენტის სხდომაზე რუსეთს მიარჭობენ ტერორისტი ქვეყნის სტატუსს! ეს იქნება ძლიერი სიგნალი აღმასრულებელი ხელისუფლებებისთვის, თუმცა არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს მთავრობებიც იმავეს იზამენ!
რიგით მე-10 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა ურდომ არასაბრძოლო ვითარებაში 24 თებერვლის შემდეგ! ამჯერად კრასნოდარის მხარის ქ.ეისკში საცხოვრებელ სახლს დაენარცხა რაკეტებით გაძეძგვილი სუ-34 ბომბდამშენი! რაშკასტანის ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა ამ დანარცხებას. თვითონ პილოტებმა კი მოასწრეს კატაპულტი.
108 მებრძოლი ქალი დაბრუნდა სამშობლოში ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად! მათ შორის არიან აზოვსტალის მცველებიც და მარიუპოლის მცხოვრებლებიც!
უკრაინამ დაასრულა სამამულო წარმოების დრონზე მუშაობა და იწყებს მის წარმოებას! მანძილი: 1000 კილომეტრი!!!!! საბრძოლო ამუნიციის წონა – 40 კილოგრამი! მალე კრემლის თავზე გაისმას “ხლაპოკები”!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია დაინგრევა ჩვენს თვალწინ!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“,- წერს ბუკა პეტრიაშვილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში