LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბუმერანგის პრინციპი” გაიხსენოს და „ცოტა ფრთხილად იყოს“ – ბესელია კობახიძეზე

190
1550576426644535

დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ურჩევს, რომ “ბუმერანგის პრინციპი” გაიხსენოს და „ცოტა ფრთხილად იყოს“, როდესაც ფრაზებს ისვრის.

ბესელია კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კობახიძე “ქართულ ოცნებაში” გვიან არის მისული და ყველაფერს შორიდან უყურებდა.

“მე კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის იმიტომ, რომ ბუმერანგის პრინციპი გაიხსენოს. სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, როდესაც ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე ალბათ დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს სადღაც მიმალული ადგილიდან. მე ვისთან ერთად დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს, მაგრამ ისევ შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ.”- განაცხადა ბესელიამ

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს ირონიულად ურჩია აქციების გამართვა „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან.

„შეუძლია, შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიაზე.

პარტიებმა „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ ბლოკი შექმნეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის. 19 მაისს, თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში ამ პარტიების კანდიდატი იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები