LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ავტომანქანებს, დააზიანეს ავტობუსი, სახანძრო“ – შსს გუშინდელ აქციაზე განცხადებას ავრცელებს

170
პოლიცია - IPN-ის ფოტოა!

შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 მარტის აქციის დროს მონაწილეების მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა დაიწყეს და მიუხედავად გაფრთხილებისა პარლამენტის შენობასა და მიმდებარედ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენეს:

„აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები.

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი

„ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი. რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.“

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მდებარეობაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

ღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

„აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც.“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.

შსს: 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა

 

ფოტოები: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები