LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავი მოსკოვში: მგზავრმა ვიდეო შიგნიდან გადაიღო

3033

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

მურმანსკში მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რადგან ბორტზე ცეცხლი გაჩნდა.

უბედური შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სულ 78 მგზავრი იმყოფებოდა.

ავიაკომპანია “აეროფლოტის” თვითმფრინავი “სუხოი სუპერჯეტ 100” მოსკოვიდან მურმანსკის მიმართულებით ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 18 საათზე აფრინდა, თუმცა პილოტებმა ტექნიკური პრობლემის მიზეზით რამდენიმე წუთში მოითხოვეს უკან დაბრუნება. მალე მასთან კონტაქტი საერთოდ გაწყდა.

თვითმფრინავმა აეროპორტში დაშვება 28 წუთში, მეორე ცდაზე, რადიოკავშირისა და ავიადისპეჩერების დახმარების გარეშე მოახერხა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე აღბეჭდილია, რომ დაშვების მომენტში თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია.

ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო ვიდეო თვითმფრინავის შიგნიდან, სადაც ჩანს როგორ უკიდია “აეროფლოტს” ცეცხლი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები