LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, გლდანში კი გამწვანებითი სამუშაოები შემოდგომაზე განხორციელდება

634
ესს

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძემ მოადგილეებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები.

ავტობუსები შუა გზაზე ორ კვირაში ივლიან: რას ელიან ექსპერტები ჭავჭავაძეზე

„ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ველობილიკები ეწყობა. ასევე, ტროტუარების, მიწისქვეშა გადასასვლელების მოპირკეთება ბუნებრივი ქვებით ხდება. მიმდინარეობს შადრევნის სრული რეაბილიტაცია. პარალელურად კი, გამწვანებითი სამუშაოები.

ხე-მცენარეები დაირგვება იმ თარგებში, რომელიც გამზირზე განთავსდა. გარკვეული დრო უნდა გავიდეს იმისთვის, რომ დახაზვითი სამუშაოები განხორციელდეს. ბოლოს იქნება ახალი განათების ბოძები, თავისი ლედ სანათებით. ამ პროექტის ფარგლებში, ორი სკვერის რეაბილიტაციაც განხორციელდა ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში ესეც დამთავრებული იქნება. ყველანაირად მოწესრიგებული, ლამაზი და ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა საერთო ჯამში“ – განაცხადა კახი კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციაც დასრულებულია და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

კალაძის თქმით, გამწვანების სამუშაოები შემოდგომაზე განხორციელდება.

“რამდენიმე დეტალი თვის ბოლომდე დასრულდება. მოეწყობა ტროტუარები, ავტობუსის გაჩერება. პარალელურად, მიმდინარეობს მეტროს მიმდებარე ტროტუარებთან ღობის მონტაჟი, იმისთვის, რომ გზაზე ქაოსური მოძრაობა თავიდან იყოს აცილებული. იქნება სპეციალური ზებრა გადასასვლელები, სადაც ადამიანები გზაზე გადასვლას უსაფრთხოდ შეძლებენ“ ” – განაცხადა მერმა.

ამასთან, კალაძემ მოადგილეებს, გამგებლებსა და სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმში მუშაობა მაქსიმალურად უზრუნველყონ.

„მივმართავ მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანელებსა და გამგებლებს, რომ თანამშრომლები რაც შეიძლება მაქსიმალურად დატოვოთ სახლში, თუ ამით საქმე არ გიფუჭდებათ. ამუშავეთ დისტანციურად, ნუ მოთხოვთ სამსახურში მოსვლას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად შეზღუდეთ ადამიანების რაოდენობა და მიეცით შესაძლებლობა, დისტანციურად, სახლიდან იმუშაონ, თუ ეს თქვენ არ გიქმნით პრობლემას. ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა და გამგებელმა გადაწყვიტეთ თქვენი შეხედულებისამებრ“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/1488994074641337/

პოპულალურები