LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილებას ორშაბათიდან შეძლებთ

230
102875241-263192651588837-8935988757102854144-n

ჭავჭავაძის გამზირზე სარებალიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი უკვე დაწყებულია და შაბათს დასრულდება. ამასთან, ავტომობილებს ორშაბათიდან თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მსგავსი სამუშაოები, რაც ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელდა, არასოდეს ჩატარებულა.

„პარალელურად გრძელდება გამწვანებითი სამუშაოები. შემდეგ იქნება კუნძულების მოწყობის სამუშაოები, თუმცა ორშაბათიდან ავტომობილები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, რაც კი ეს ქუჩა არსებობს, არასდროს არ ჩატარებულა“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მერი აანონსებს, რომ ქალაქს ველობილიკებიც დაემატება-საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კი, ველოსიპედებისთვის სპეციალური სამაგრების დამონტაჟდებაც იგეგმება.

„აკრძალული იყო ველოსიპედის ტრანსპორტში აყვანა. როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, ჩვენც იგივეს გეგმავთ. სპეციალური სამაგრებს შევიძენთ, დაუყენდება ავტობუსებს. 10-15 ავტობუსის დამაგრება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები