LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაწყობილი თამაშების საქმეში შესაძლოა, ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ

352
გარიგებული მატჩები

ჩაწყობილი თამაშების საქმეში შესაძლოა, ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ის გამოძიების დასრულებას არ დაელოდება, შიდა მოკვლევას ჩაატარებს და ყველა გვარს საჯაროდ იტყვის, ვინც ჩაწყობილი თამაშების უკან დგას.

ლევან კობიაშვილმა დღეს გარიგებების მონაწლეებს ლოცვის გაძლიერება ურჩია.

თავად სპორტსმენები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. “ვიტ ჯორჯიას” მოთამაშეები დარწმუნებულები არიან, რომ პროვოკაციის მსხვერპლი არიან.

ადვოკატების თქმით, ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მიგზავნილ პირებს სპორტსმენებმა თამაშის გაყიდვაზე უარი 2-ჯერ უთხრეს.

“ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელების დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა “ბათუმის დინამოსთვის”. სწორედ მათთან გამართულ მატჩზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგის შემდეგ დაადეს ხელბორკილები სპორტსმენებს გამოსაცვლელ ოთახში.

“ბათუმის დინამოს” ხელმძღვანელობა თამაშების გაყიდვის სქემას კატეგორიულად ემიჯნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები