LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა მზარეულს, მოგმართავთ ინიციატივით, გაერთიანებული ძალებით, რაჭაში, ადგილიდან ვიზრუნოთ ამ ადამიანებისთვის საკვების მომზადებაზე, რათა მცირედით შევუმსუბუქოთ მძიმე შრომა” – ლევან კობიაშვილის მიმართვა

866
BeFunky-collage - 2023-08-15T000214.581

საქართველოს კულინარიული ფედერაციის თავმჯდომარე, ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გამოდის ინიციატივით სხვა მზარეულებთან ერთად რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებისთვის საკვები მოამზადონ.

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოსა და მისი გამორჩეული კუთხის, რაჭისთვის მძიმე ჟამს, ადამიანურთან ერთად, ჩვენი პროფესიული თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამჟამად, შოვის ტრაგედიის ადგილას, ჩვენი ქვეყნის მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები და მოხალისეები კვლავ აგრძელებენ სამუშაოებს.

სწორედ ამიტომ, ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, ყველა მზარეულს, მოგმართავთ ინიციატივით, უკვე ხვალიდან, გაერთიანებული ძალებით, ადგილიდან ვიზრუნოთ ამ ადამიანებისთვის საკვების მომზადებაზე, რათა მცირედით შევუმსუბუქოთ მძიმე შრომა.

ველოდები თქვენს გამოხმაურებას დღესვე.

აქვე, ვუსამძიმრებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ მძიმე დანაკარგს!”, – წერს ლევან კობიაშვილი.

„ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“ – საქობოს საჯარო სკოლა სოფო და გიორგი ყარალაშვილებს ემშვიდობება 

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

„სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა.. იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე.. სოფი დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის“ – საქართველოს მომავლის აკადემია შოვში დაღუპულ სოფო ყარალაშვილზე

ვიდეო: „სოფი, ვერც გემშვიდობები.. აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ, იცინი და ბედნიერი ხარ.. ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი“ – ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

„ახლაც მგონია, მალე გამოჩნდებიან, დავითი ამ პოსტის დაწერაზე მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო“ – კოტე კირკიტაძე დავით ბერიაშვილზე და და-ძმა ყარალაშვილებზე საინტერესო ისტორიებს იხსენებს

ფოტო: „ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ხაზს უსვამდა, რომ სადაც მეწყერულ-ღვარცოფული მოვლენები დიდი პრობლემაა, აუცილებელია ტყის საფარის შენარჩუნება, მისი თითოეული პროექტი ქვეყნისთვის უმწვავეს თემებს ეძღვნებოდა“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ გიორგი ყარალაშვილზე

„ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში.. ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ“ – ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

“არა მხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!” – მეგობარი გიორგი ყარალაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები