3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილებიდან კიდევ ერთი ადამიანია იდენტიფიცირებული – სოფო ყარალაშვილი.
„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს
სოფო ყარალაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მომავლის აკადემია და წერს, რომ სოფი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის:
„საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული სოფი ყარალაშვილის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს.
სოფი ყარალაშვილი იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის აქტიური და წარმატებული მონაწილე.
სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა. იგი გამოირჩეოდა კეთილმოსურნეობით, ყურადღებითა და თანადგომით სხვების მიმართ.
სოფი ყარალაშვილი დიდი დანაკლისია ჩვენი დებატების საზოგადოებისთვის და მთელი საქართველოსთვის“, – წერია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული სოფი…
Posted by საქართველოს მომავლის აკადემია on პარასკევი, 11 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში, სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან იდენტიფიცირებულია 20, ცხრა დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა