LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლაც მგონია, მალე გამოჩნდებიან, დავითი ამ პოსტის დაწერაზე მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო“ – კოტე კირკიტაძე დავით ბერიაშვილზე და და-ძმა ყარალაშვილებზე საინტერესო ისტორიებს იხსენებს

731
Untitled design

დავით ბერიაშვილი, გიორგი და სოფო ყარალაშვილები – 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას სამივე მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი მეგობარი კოტე კირკიტაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

კოტე კირკიტაძე მეგობრების შესახებ საინტერესო და სახალისო ისტორიებს იხსენებს.

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

„ეს ფოტო რამდენიმე თვის წინ გადავიღეთ, გიო ახალი ჩამოსული იყო საფრანგეთიდან და სანახავად გავედი დავითთან ერთად. ფოტო სოფისთვის გადავიღეთ, რომელიც ჯერ კიდევ ამერიკაში იყო და თითქოს აქედან ვახარბებდი, ნახე რა ხალხთან ერთად ვარ-მეთქი.

ახლაც ზუსტად და ნათლად მახსოვს ის მომენტი, როცა დავითი გავიცანი პირველ კურსზე. პირველივე მომენტიდან ისეთი ღია იყო, გამორჩეული, სარკასტული იუმორით თავის თავზეც და სხვებზეც, ცოტა მეუცნაურებოდა. მეთქი ეს ვინაა. ყოველთვის და ყველა მომენტში აპროტესტებდა, რაც არ მოსწონდა. ყველასთვის ცნობილი იყო მისი ხასიათი, როგორ პირდაპირ ეუბნებოდა ყველას სათქმელს, რასაც იმსახურებდა, თან ისე, რომ არავისი ეშინოდა და ერიდებოდა. ზოგჯერ ჩემზე მეტად წუხდა ჩემს პრობლემებზე და ყოველთვის იმას მეუბნებოდა წადი ამ ქვეყნიდან, შენ აქ რა გინდა, რა გაჩერებსო. ჯერ ვეჩხუბებოდი, მეთქი მაცადე არ მინდა წასვლა. ბოლო პერიდში მეც თანახმა ვიყავი წასვლაზე და კარგი, ოღონდ ცოტა მაცადე, იქნებ იქით სამსახური გამოჩნდეს. ბოლო საუბარიც მაგაზე გვქონდა, მეხუმრებოდა წადი და წამიყვანეო. იმხელა თვითირონია ქონდა და ისე ღადაობდა საკუთარ თავზე, თავიდან მერიდებოდა ხოლმე გაცინება მის ხუმრობებზე. რა თქმა უნდა, მეც სახეს მაძრობდა, ისე მეკაიფებოდა და მეღადავებოდა. ვერც ვბრაზდებოდი, იმიტომ რომ დავითია რა, ეგეთია – შემდეგ კი ერთად ვიცინოდით. ახლაც მგონია, რომ მომწერს გამოდი სადა ხარ, სადმე გავიდეთო. ის მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბედნიერი იყო. ასევე, ამაყობდა კიდეც თავისი მიღწევებით. ხშირად მეუბნებოდა, გახსოვს ბიჯო, რა დრო იყო ორლარიანი კეკელიძის ლობიანის საყიდლად ფულს რომ ვიზოგავდითო, რათა მეორე დღესაც გვეჭამაო. ახლა კიდევ როცა უნდოდა, სადაც უნდოდა შეეძლო თრიფი დაეგეგმა, წასულიყო და ემოგზაურა, ისე რომ ხარჯებზე არ ეღელვა მაინცდამაინც. ძალიან აწუხებდა ჩვენი ქვეყნის პრობლემები, ყოველთვის იქ იდგა სადაც საჭირო იყო და ცდლობდა ეს რეალობა შეეცვალა, როგორც შეეძლო. თან უშიშრად იბრძოდა, მე მასზე ასჯერ მშიშარა ვარ. მე რომ შეიძლებოდა გავქცეულიყავი ეგეთ მომენტებში, ეგ პირიქით წინ წაიწეოდა. თუნდაც იმ მომენტში, როცა ორკების ბრბოს წინააღმდეგ მიიწევდა შარშაწინ საბრძოლველად ივლისის აქციებზე – აი მაგ დროს, ხომ უნდა გაიქცე მართლა, რადგან 1 კაცი ხომ ვერ მოერევი ამდენს. მაგრამ მაგას მაინც არ ეშინოდა, უფრო წინააღმდეგობაში მიდიოდა.

შოვის სტიქიის დროს დაღუპულებს შორის დავით ბერიაშვილია

„პატარა ამბავი არაა დავითისგან ასეთი ძვირფასი საჩუქარი. ასე ვიქეცით ერთ გუნდად…ღმერთო რა მტკივნეული ყოფილა” – მეგობარი დავით ბერიაშვილზე

დავითმა ყარალა გამაცნო, გიო. უკარგესი და სიცოცხლით სავსე იყო თავიდანვე, მახსოვს გავრილოვის ამბების პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ რედისონში ვმუშობდი და ხალხი რომ მოვიდა სასტუმროსთან გასაპროტესტებლად, ერთ-ერთი ორგანიზატორი თვითონ იყო პროტესტის. შემდეგ, იმავე საღამოს ერთად მოვყევით საკმაოდ ცხელ წერტილში პარლამენტის წინ აქციაზე სანამ დარბევას დაგვიწყდებნდნენ და ვეუბნები – გიო, მე მგონი, რაღაც ცუდი მოხდება მალე. მაგრამ მაინც უშიშრად იდგა. ყოველთვის ცდილობდა, რომ ეს ქვეყანა შეეცვალა უკეთესობისკენ და ისიც იქ იდგა ხოლმე, სადაც საჭირო იყო. შარშან რაღაც მონაცემთა ვიზუალიზაციის პროექტში გაიმარჯვა და ფრონტი ავუწყვე – სამადლობელ სიტყვაში კარგი ხუმრობებიც მითხრა, დავითის მეგობარი იყო და სხვანაირად აბა როგორ. წელს ჩემი თანამშრომელი გავაცანი და სულ რაღაც წინა თვეში ერთად ჰაკათონში გაიმარჯვეს. კიდევ ბევრ რამეში გაიმარჯვებდა და კიდევ წინ წავიდოდა, რომ მოესწრო.

„იღბლიანები ვართ, რომ შენი უმაგრესი ხუმრობებით გვახარხარებდი.. მადლიერები ვართ, რომ ქართული მითების მსოფლიოსთვის გაცნობა გადაწყვიტე და შენს ცოდნებს გვიზიარებდი“ – „ცოდნის კაფე“ შოვში გარდაცვლილ დავით ბერიაშვილს ემოციურად ემშვიდობება

გიოს გაცნობის მერე, სოფი გავიცანი 2018 წელს. გომის მთაზე წამიყვანა დავითმა და ისიც იქ იყო. იმ წელს ჩააბარა და სტუდენტი ხდებოდა. პირველივე მომენტიდან უკარგესი შთაბეჭდილება დამრჩა, იმდენად კარგი იყო და კარგად აზროვნებდა. ისე კარგად შეეძლო ჩემი გაგებაც და ჩემი პრობლემებიც ესმოდა, მეთქი ამხელა ემპათია საიდან. მახსოვს შარშან, სანამ ამერიკაში წავიდოდა, რუსეთის წინააღმდებ/თუ შინ ევროპისკენ აქციებზე ერთად ვიყავით და რომ ვბრუნდებოდით უკან, ტაქსი გამოვიძახე. მეუბნებოდა, ანგარიშის ნომერი მომეცი, ჩაგირიცხავ და გავიყოთო. მე უარზე ვიყავი, მე გადავიხდი-მეთქი და მპასუხობს – რადგანაც ევროპელობა გვინდა და გვინდა ამ ოჯახის წევრობისთვის ვიბრძვითო, მოდი მოვიქცეთ მათსავიც და გავიყოთ თანხა, როგორც საჭიროააო. მეთქი ვააა, ეს ბავშვი როგორ აკვირდება ამ და სხვა პატარა დეტალებს, როგორ წინაა ჩემზე აზროვნებით და მიხაროდა, რომ შემეძლო მისგან ბევრი რამის სწავლა. ბევრი ისტორია გადაგვხდა ერთად, რომელზეც საკმაოდ კარგად ვღადაობდით ხოლმე. სოფის ცეკვა უყვარდა ძალიან. ბევრს ვცეკვავდით ხოლმე ერთად. მეუბნებოდა – საათობით გაუჩერებლად შემიძლია ცეკვაო და აღფრთოვანებული ვიყავი მისი ენერგიით. ძაალიან თავისუფალი იყო, ლაღი და უამრავი მიზანი ქონდა ცხოვრებაში. გიოს დაპირებული ვყავდით, რომ ჩამოვალ სამივემ ერთად კარგად ვიგულავოთ და დავითიც წავიყვანოთ აუცილებლად – ბევრს ვიღადავებდით ერთად. ვერ მოვასწარით, მაგრამ ოდესმე აუცილებლად ავასრულებთ ამ პირობას.

იმდენად კარგი ახალგაზრდები იყვნენ, არ ვიცი კიდევ რა დავამატო. ყველამ ისედაც ვიცით მათი მიღწევები. დავითმა რომ გამაცნო ეს ბავშვები და კიდევ თავისი სამეგობრო, ძალიან მიკვირდა. მეთქი ასეთმა კარგებმა ერთდროულად საიდან მოიყარეს თავი. ეს რა ხალხია, ყველა ერთმანეთზე უკეთესები.

ახლაც მგონია, რომ მალე გამოჩნდებიან და დავითი ამ პოსტის დაწერაზეც მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო. ჩატებს რომ ვკითხილობ და სქრინებს, ბოლო ხმაზე ვიცინი ხოლმე, ყველა ისტორია, რაც მაგას უკავშირდება სასაცილოა. სამეგობროსაც ეს დღეები წნორში ყოფნისას დაგჩვევდა იმაზე ფიქრი, თუ დავითი რას გვეტყოდა იმ მომენტში და თან პასუხი სულ გვქონდა რას გაიფიქრებდა და ჩვენდაუნებურად ჩაგვეღიმებოდა ხოლმე. ეგ კიარა, გუშინ დავითის დაკრძალვაზე, მისი სასახლე რომ ავწიე და მერე კიდევ ბარით თუ ლაფათით ხელში რომ ვიყავი სასაფლაოზე ჩასვენებისას, მაგ დროსაც ვფიქრობდი – უეჭველი ახლა მიყურებს და მაგრად მეღადავება, დამცინის, ვხვდებოდი რას მეტყოდა მაგ მომენტში და თან ვლანძღავდი ფიქრში – უეჭველი მიჩალუჩებ ასეთ სიცხეში აქ დგომას, მაქედანაც მაწვალებ ისევ შე იდიოტო (აქ სხვა სიტყვა უნდა ეწეროს) და ჩამეღიმებოდა ხოლმე ჩემით გულში. კი უცნაურია ჩაღიმებაც ეგეთ დროს, მაგრამ დავითია და სხვანაირად არც გამოდის. პირიქით, მეტად უნდა გაიღიმო.

დასანანია ეს ყველაფერი ძალიან. მართლაც კარგები დავკარგეთ მთელმა ქვეყანამ. ბოლოს კი დავესხები დავითს სიტყვებს თავისი ერთ-ერთი პოსტიდან და ვიტყვი მეც – „აქედანაც და იქიდანაც აბსურდი აბსურდია თავის მხრივ და რაც გინდა ის ქენი, რაც შუბლზე გაწერია, არ აგცდება რა“, – წერს კოტე კირკიტაძე.

ცნობისათვის, დღეს შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

 

ეს ფოტო რამდენიმე თვისწინ გადავიღეთ, გიო ახალი ჩამოსული იყო საფრანგეთიდან და სანახავად გავედი დავითთან ერთად. ფოტო…

Posted by Kote Kirkitadze on Wednesday, August 9, 2023