LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოფი, ვერც გემშვიდობები.. აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ, იცინი და ბედნიერი ხარ.. ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი“ – ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

4661
Untitled design

„ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ყარალაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ქეთი წერს, სოფი მხიარული, პოზიტიური ადამიანია.

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

„ახლაც მგონია, მალე გამოჩნდებიან, დავითი ამ პოსტის დაწერაზე მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო“ – კოტე კირკიტაძე დავით ბერიაშვილზე და და-ძმა ყარალაშვილებზე საინტერესო ისტორიებს იხსენებს

„ასეთია ჩვენი სოფი, კისკისა, მხიარული, პოზიტიური, სადაც მივა, ენერგიით და მზით ავსებს იქაურობას ♡

ვუყურებ და ვუყურებ ვიდეოებს, მეტირება და მეტირება, არ ვიცი ამაზე დიდი ტკივილი ამ ქვეყნად თუ არსებობს.

სოფი, რაღაცნაირად მეტად დაგვეჩაგრე, ძლივს გიპოვეთ გოგო…

სულ რომ თვალები გიბრწყინავს და გიხარია ამ ქვეყანაზე ცხოვრება, რაღაცნაირი ხარ ♡

ეს ვიდეოკოლაჟი, ბოლოს ჩეხეთში რომ ვიყავით, იქიდანაა.

ღმერთო რამდენი თავგადასავალი გვქონდა, ისეთი, რომლებსაც ბოლო ხმაზე ვყვებოდით და ვხარხარებდით და ისეთებიც რომლებსაც ვერასდროს მოვყვებით ♡

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

ამერიკაში რომ წავიდა, ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდა, ყოველი მიწერის ბოლოს, მივაყოლებდი ხოლმე, ჰა სოფი, როდის ბრუნდები გოგო, თქვენი გამხნევება, მხარდაჭერა და გვერდში დგომა გვჭირდება მეთქი და ისიც სულ იძახდა, მოვდივარ და მოვდივარო, აი ვსო ჩამოვალ, წნორისკენ ვიქნები და აბა ჩვენ ვიცითო.

‘ჩვენ’ აღარაა, ფრთამოტეხილები დაგვტოვა

თქვენ არ იცით რამხელა ძალას ვგრძნობდით ესენი უკან რომ უნდა დაბრუნებულიყვნენ და ერთად რომ უნდა ვყოფილიყავით,

ღმერთო, რამდენი გეგმები გვქონდა ერთად გასაკეთებელი.

ყოველთვის ვამბობდი, რაღაცნაირი ბედნიერი ვარ, ამხელა ისე გავხდი, ბებიის გარდა, ძვირფასი ადამიანი არ დამიკარგავს და ტკივილი არ განმიცდია მეთქი, ახლა გლოვის დღეები აღარ მთავრდება.

არავის გისურვებთ ამხელა ტკივილის გადატანას.

სოფი, გოგო, ვერც გემშვიდობები, აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ, იცინი და ბედნიერი ხარ, როგორ ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი, რანაირი ბედნიერები ვართ აქ.

სული მტკივა ამ ვიდეოებს რომ ვუყურებ

და მერე უცებ რეალობაში ვბრუნდები“, – წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g