რაჭაში მომხდარ სტიქიას გიორგი ყარალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომღერალი ოთო ნემსაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რაჭში მომხდარმა ტრაგედიამ ძალიან მაგარი ბიჭი იმსხვერპლა.
სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა
„ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში
დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს….
ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ
მშვიდად განისვენე მეგობარო, მადლობა საჩუქრისთვის“, – წერს ოთო ნემსაძე.
ცნობისთვის, გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა.
ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში
დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს….ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ
მშვიდად განისვენე მეგობარო, მადლობა საჩუქრისთვის ?Posted by Oto Nemsadze on Sunday, 6 August 2023