LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩცდ“-ს მაყურებელი ყველაზე ემოციურ ეპიზოდს ეხმაურება – „ქეთინო, დამთავრდა შენი პარპაში!..“

chemi colis daqalebi

„ჩემი ცოლის დაქალებში“ აჩიკოსა და ეკას ისტორიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქეთის საყვარელი, ექიმი აჩიკო მეუღლეს ატყუებს, რომ ქეთი მხოლოდ და მხოლოდ მისი პაციენტია. მას შემდეგ, რაც ეკა ქმარს სთხოვს, დაურეკოს პაციენტს და მის თვალწინ დაელაპარაკოს, ექიმის საიდუმლოს ფარდა აეხდება…

გთავაზობთ ამ ეპიზოდის ვიდეოს და კომენტარებს, რომლებიც მას მოჰყვა. აშკარაა, რომ ამ ამბავს მაყურებელი სერიოზულად განიცდის:

„ეს კაცი არის ტიპიური „გრუზინი“! შედის სახლში და ცოლს ეუბნება, საყვარელს ხომ არ მალავ კარადაშიო, როცა თვითონ საყვარელიც ჰყავს და უარესსაც აკეთებს. ისეთივე ტიპური შემთხვევაა, როგორც მეზობლის ქალები, რომლებიც თვითონ ბოზობენ და სხვაზე ლაპარაკობენ თავიანთი საქციელის გადასაფარად!“

„არ იცოდა ამან, ეს წინა ცხოვრებაში ღლონტი რომ იყო?“

„ვსოოო, ქეთინო, დამთვარდაა შენი პარპაში“

„ეს ქალი დაურეკავს ახლა იმ ზაზას და გასვენება იქნება ერთ დღეს“

„ქეთი დევდარიანო, ახლა არ დაზადნო და ბოლომდე მიიყვანე ეგ ამბავი. ზაზას პერსონაჟში არ ჩაჯდება აშკარად მოვლენების ტრუხა განვითარება“

„ახლა დაყრუვდა და დაბრმავდა ზაზა, იმდენად დარწმუნებულია ქეთის უტვინობაში ვერც კი წარმოუდგენია რომ ღალატს შეძლებს“.

„ვერ გავიგე, ტიპს ეძინა ,თუ კომაში იყო?!. ყველაფრის ნახვა მოასწრო ცოლმა იმენნა“

„ნეტა ჩემი ყოფილი ქმარი და მისი საყვარელი თუ უყურებენ ამ სერიალს, რომ მეტად განვითარდნენ“

„ღალატი შეიძლება აპატიო ქმარს ერთხელ, ორჯერ,

სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, რვაჯერ,მაგრამ ცხრაჯერ???“

„ვიღაცამ ლურჯი ვეშაპი დახურა“

„საახალწლო აქცია ძალაშია, შემიძლია ერთმანეთს დავამთხვიო ორივეს ორმოცი“

„ამისი ცოლი მთელი ცხოვრებაა იტანს ღალატს და ახლა მოუნდა მაინცდამაინც შერლოკ ჰოლმსობა“

„ოღონდ ქეთი არ მიასიკვდილონ და ჩემს მართვის მოწმობას კისერი უტეხია“

თეონა მეტრეველის კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g