LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეჩნეთის მინისტრი: რამზან კადიროვი მარიუპოლშია

427
რამზან კადიროვი

„ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლშია“, – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო, ბეჭდვისა და ინფორმაციის საკითხებში ახმეტ დუდაევზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენ მებრძოლებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, მარიუპოლში იმყოფება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც იქ დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობა ჩაიტანა.“ – განუცხადა დუდაევმა რუსულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვის უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევსა და ქალაქ ივანკოვში ჩასვლის შესახებ, ინფორმაცია მანამდეც რამდენიმეჯერ გავრცელდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები