„ჩემი ცოლის დაქალების“ თაყვანისმცემლებისთვის ახლახან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
მალე „ფორმულას“ ეთერს ცნობილი სერიალი ისევ დაუბრუნდება.
ბოლო სერიიდან თითქმის ერთი წელი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ სერიალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამიტომაც ის ეთერში ვერ გადიოდა.
როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ხდება ტექნიკისა და გუნდის განახლება, მათ შორის შინაარსობრივი ნაწილიც: „იმდენი სიურპრიზი გელოდებათ“, აღნიშნავს ირაკლი საღინაძე „ფორმულას დილასთან“ საუბრისას.