72 წლის პრინცმა ჩარლზმა მამის, პრინცი ფილიპის გარდაცვალებას ძალიან ემოციური სიტყვა მიუძღვნა. ვიდეომიმართვა გლოსტერის რეზიდენციაში ჩაიწერა:
„ჩემი მამა იყო განსაკუთრებული ადამიანი. ამის დასტურია ის თბილი სიტყვები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მისი მისამართით ისმის. ამიტომ ჩემი ოჯახი უსაზღვროდ ბედნიერია, რომ ამ უმძიმეს მომენტში ჩვენს გვერდით ხართ “ – განაცხადა ჩარლზმა, რომელიც საუბრის დროს ემოციებს ვერ იკავებდა.
არ არის გამორიცხული, რომ დედოფალმა სწორედ პრინც ჩარლზს მიანიჭოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც პრინც ფილიპს სიცოცხლეში ჰქონდა.