პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დოკუმენტური სერიალის, „ჰარი და მეგანის“ ახალი ეპიზოდი მეგან მარკლის ინტერვიუთი იწყება, სადაც ის მეფე ჩარლზზე საუბრობს:
„ჩემი მამამთილი, ძალიან საყვარელი და თბილი კაცია. მახსოვს, როგორ მამშვიდებდა საკურთხეველთან, როცა იცოდა, რას განვიცდიდი, რომ მამა იქ არ იყო“ – იხსენებს მარკლი.
მეგანმა ქორწილის დღეც გაიხსენა, სადაც როგორც ამბობს, ძალიან ნერვიულობდა. მარკლის მტკიცებით, მას ჰარის სიყვარული დაეხმარა, ეს სტრესული დღე ისე დაესრულებინა, როგორც ეს ჰქონდა ჩაფიქრებული.
„კარდაშიანებზე სამარცხვინოა“ – ცნობილი წამყვანი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალ სერიალზე