LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ქმარი მანებივრებს, დილას ხშირად მიმზადებს საუზმეს – ნუცა კუხიანიძე დედობაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე

905
ფორტუნა (52)

დავით გორგილაძის გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ სტუმრად მსახიობი ნუცა კუხიანიძე იმყოფებოდა.

ნუცამ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველი დილა სამწუხაროდ ყავით და სიგარეტით იწყება.

„ჩემი ქმარი მანებივრებს და დილას ხშირად მიმზადებს საუზმეს. სამწუხაროდ ისე გადანაწილდა, რომ საჭმლის მომზადება ჩემმა ქმარმა აიღო თავის თავზე. მე უფრო სახლის დალაგება მეხება და ამ როლით ძალიან ვერთობი. არასდროს მიყვარს ერთნაირ გარემოში ყოფნა. ცვალებადობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ვიცვლებით და გარემოებებიც იცვლებიან“. – ამბობს ნუცა კუხიანიძე.

გადაცემაში ნუცამ დედობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულ ცდილობს, შვილებთან ერთად ყოფნას.

„პირველი შვილის შემთხვევაში, პატარაობაში სულ მის გვერდით ვიყავი, მაგრამ  პარალელურად ვცდილობდი, ქაოტურად ბევრი რამე მეკეთებინა და ბევრ რამეს მივედ-მოვედებოდი.  ახლა უფრო მშვიდად და მყარად ვარ და მგონია, რომ ბავშვები ამ ყველაფერს გრძნობენ. მშობლების განწყობებს განიცდიან. მგონია, რომ ბავშვები ყველაზე მეტად რეაგირებენ იმაზე, თუ როგორ არის მშობელი, როგორ გრძნობს თავს და იმის მიხედვით უყალიბდებათ ხასიათიც, ამიტომ ვცდილობ, უფრო მშვიდი  ვიყო.

უფროსი უკვე თინეიჯერია და ყველაფერი და არაფერი აინტერესებს, ახლა იწყებს რაღაცების შეცნობას. პატარა უფრო ბუნების შვილია და სამყაროსაა შერწყმული, მყარად დგას თავის ორ პატარა ფეხზე. მისია ყველაფერი, რაც გარშემო ხდება“. – განმარტავს ნუცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g