LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი, როგორც ერთი მღვდლის თანადგომა ომბუდსმენს გავეშებული ფანატიკოსების თავდასხმების დროს: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

114
ilia-chigladze-1538403114

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანადგომას უცხადებს.

“ჩემი, როგორც ერთი მართლმადიდებელი მღვდლის თანადგომა გავეშებული ფანატიკოსების და რუსეთუმეების ორგანიზებული თავდასხმების დროს ქალბატონ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას! უფალი გფარავდეთ, რათა დაიცვათ ადამიანთა კანონიერი უფლებები და სამოქალაქო ცივილიზაცია ამ ბნელეთის ადეპტების ბობოქრობის დროს, შესძლოთ დაიცვათ ჰუმანიზმის პრინციპები და საქართველოს აარიდოთ ფსევდოქრისტიანული “ირანიზაცია-კრემლიზაცია”, – წერს ილია ჭიღლაძე.

ცნობისთვის, დღეს, 7 ივნისს, ლევან ვასაძემ, “ალტ-ინფომ” და სხვებმა ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლს აკრიტიკებდნენ.

ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა ლევან ვასაძემაც, რომელიც აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა.