LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილი სასჯელს იმსახურებს…ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის” – ნინო ჟვანია თოფაძეებს ბოდიშს უხდის

9060
pjimage (1)

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ბუსა ჟვანიას დედა, ნინო ჟვანია ოჯახს ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ბუსა ჟვანია პასუხისმგებლობას არ გაურბის, სასჯელს იმსახურებს, თუმცა წარდგენილი სასჯელი არასამართლიანია.

“მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. ჩვენ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ის, რომ ბრალი დაუმძიმდა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს”,- აცხადებს ნინო ჟვანია.

შეგახსნებთ, გარდაცვლილი ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. დაჭრილია თავად ბრალდებულიც. ამ ეტაპზე ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბუსა ჟვანიას პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g