ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს. ის 2 დღის წინ გაუჩინარდა.
Guardian-ის ცნობით შვილის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემმა მშვენიერმა ვაჟმა, ნევიმ ნესტა ალი შეინ ო’კონორმა გადაწყვიტა, დაესრულებინა მიწიერი ბრძოლა დღეს და ახლა ის ღმერთთანაა“,- წერს შინეიდ ო’კონორი.
მომღერლის შვილის გარდაცვალების ფაქტს პოლიციაც ადასტურებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.