ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე დღეს მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ. პატარას ალექსანდრე დაარქვეს. ანდრიასა და მაიკოსთვის ალექსანდრე პირველი შვილია.
ცოტახნის წინ მომღერალმა და მსახიობმა სოციალურ ქსელში მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა.
„ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წამი.. 08:28 | 26 მაისი 2021 წელი.
ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ალექსანდრე გველესიანი – ბედნიერება , რომელსაც ვერასოდეს აღწერ.
ჩემს თვალწინ დაბადებული სიცოცხლე რომლისთვისაც ცხოვრება ღირდა.
ჩემი გმირი გოგო ხარ შენ და მეამაყები.
“შევქმნით ახალ ტომს” – სიმღერიდან ჩვენ“,-წერს ანდრია გველესიანი.