LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ.. ათწლიანი ვიზა მაქვს ამერიკის – უცნობი

390
უცნობი

მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ მოსამართლეების სანქცირების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამერიკის ათწლიანი ვიზა აქვს, მაგრამ მას უპრობლემოდ დათმობს.

„ძალოვანო სტრუქტურებო და ყველა, ვინც არის სახელმწიფო სტრუქტურებში, ყველას მოგმართავთ. დანარჩენი ახლა, რაც დავინახეთ, სულ თვალწინ მიდგას ის კადრი, პოლიციელი დროშას რომ იღებს და კოცნის მარტის დღეებში, ისე შემოგევლეთ თქვენ.

თქვენი იმედი აქვს მთელ საქართველოს და საზოგადოებას. თქვენ არ უნდა ჩამოინგრეთ და ბულინგის ქვეშ არ უნდა მოჰყვეთ, რომ, ამ ვიზებს წაგართმევთ და ვაი, დაგასანქცირებთ. წაიღონ ყველაფერი, თუ გინდათ, ჩემს ვიზას მოგცემთ, ამოვხევ.. ათწლიანი ვიზა მაქვს ამერიკის. საერთოდ არანაირი კავშირი მაქვს სულიერი დღესდღეობით“. – განაცხადა უცნობმა.

პრეზიდენტი მოსამართლეების დასანქცირებაზე: მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, გავაანალიზოთ, რა მოხდა და რა არის გამოსასწორებელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები