LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის მხრიდან არის დასტური „სინოფარმის“ კიდევ ნახევარი მილიონი დოზის საქართველოსთვის ეტაპობრივად მოწოდებაზე – გამყრელიძე

82
BeFunky-collage (19)

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ ეტაპობრივად მოწოდებაზე, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  ვინაიდან „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიიღო, დიდი ალბათობით, ვაქცინა განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“.

„ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი რანგი ავტორიზაციის. ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით და განსაზღვრულია 50 ათასი ადამიანისთვის.

რადგან მან მიიღო უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით, ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე „კოვაქსის“ წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიდი ალბათობით, ევროპაც და ამერიკაც აღიარებს იმ კოვიდპასპორტს, სადაც ეწერება, რომ პირი აცრილია „სინოფარმით” – გამყრელიძე

შეგახსენებთ, „სინოფარმი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეექვსე ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ავტორიზაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g