LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

65
FORTUNA.GE-

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

კეციანი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარად და სტაბილურად ვითარდება; ნაყოფიერი მიღწევების მომსწრენი ვხდებით თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. მსურს თქვენთან ერთად მუშაობა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის სტიმულირების, ჩინეთსა და საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის არსობრივი გამდიდრების, ჩვენი ქვეყნებისა და ერების კეთილდღეობის მისაღწევად.

ჩემთვის პატივსაცემ ქვეყანას – საქართველოს, კეთილდღეობას ვუსურვებ, ხოლო ქართველ ხალხს – მშვიდობასა და ბედნიერებას”. – აღნიშნულია მისალოც წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები