LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ გვიყვარს ბავშვები, სადაც ვის რა ძალაუფლება გვაქვს – ვჩაგრავთ” (ვიდეო)

583
Безымянный

სკოლის ტერიტორიაზე დატოვებულმა წარწერებმა, რასაც ჯერ გამოძიება, შემდეგ კი უმძიმესი ტრაგედია მოჰყვა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

15 წლის ლუკა სირაძე გუშინ დაკრძალეს. საქმეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

მარიანა ჩოლოიანი ბადრაგთან ერთად თავისუფლად გადაადგილდება

ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული გამომძიებელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მხოლოდ ჟესტების ენით საუბრობდა.

როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა და გარემო, რათა ჩვენ და ჩვენი შვილები თავს დაცულად გრძნობდნენ – ამ საკითხის გარშემო საუბრობდნენ გადაცემაში “რეალური სივრცე” მოწვეული სტუმრები.

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი
“მას სთხოვდნენ, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ” – სახალხო დამცველი

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ძირითადი პრობლემა ბავშვების მიმართ სიყვარულის ნაკლებობაა.

“ჩვენ არ გვიყვარს ბავშვები. მათი სიყვარული ნიშნავს კონკრეტულ ფორმულას. თუ გიყვარს უნდა სცე პატივი, მოუსმინო, ითანამშრომლო და უთხრა, რომ შენ ხარ უფლებით სუბიექტი. ეს არის სიყვარული ბავშვის და არა ის, რომ თავზე ხელი გადაუსვას.

ეს ყველაზე დრამატულია და ალბათ, დაგვაფიქრებს, რომ მგონი მართლა არ გვიყვარს. სადაც ვის რა ძალაუფლება გვაქვს – ოჯახში ვართ და იქ ვჩაგრავთ, პოლიციელი ვარ და შენობაში დავჩაგრავ, მასწავლებელი ვარ და სადმე მოვიხელთებ ოთახში და იქ ვჩაგრავთ.

ჩვენ ყველა ვჩაგრავთ და საბოლოო ჯამში ცოტ- ცოტა უსამართლობა აკეთებინებს ბავშვს იმას, რასაც აკეთებინებს ან სხვას უკეთებს რაღაცას; და სხვას თუ გაუკეთებს, რას ვაკეთებთ? ჩვენგან დაჩაგრული ბავშვი მიგვყავს პენიტენციალურ სისტემაში.

აი, ასეთი უსამართლოა სისტემა, რომელიც არ უსმენს და არ უყვარს ბავშვი. ამის იქით თუ ისევ თავის მართლების პოზაში დავდგებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ ვერ შევაჩერებთ ასეთ ტრაგიკულ ფაქტებს.

ყველაზე კარგი ისაა, რომ დღეს შეგვიძლია ეს გავაკეთოთ” – განაცხადა ანა აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g