LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ ვჩერდებით, უკვე დავგეგმეთ ახალი სეზონი, მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება – მაია ასათიანი

667
maia

ამ წუთებში რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა “ნანუკას შოუა“, რომელიც დღეს წინასწარი დაგეგმვის გარეშე გავიდა. გადაცემაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიდიან და საკუთარ აზრს გამოხატავენ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მათ შორის , ნანუკას სტუმარი იყო “პროფილის” წამყვანი მაია ასათიანი, რომელიც ამბობს, რომ არხზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ახალი სეზონიც იგეგმება.  

ახლაც „პროფილის“ ოთახში სხედან ადამიანები და „პროფილს” გეგმავენ. ჩვენ მთელი აგვისტო ეთერში ვიქნებით. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაღა დაგიმალოთ და, უკვე ახალ სეზონსაც ვგეგმავთ, უფრო სწორედ უკვე დაგეგმილი გვაქვს. ასე რომ ჩვენ არ ვჩერდებით“, – განაცხადა მაია ასათიანმა.

ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენს უკან დგას ჩვენი მაყურებელი“, – ამბობს ასათიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები