მუსიკოსი ბერა ივანიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად უზიარებდა შემოქმედებით აქტივობებს გულშემატკივრებს, ბოლო პერიოდში საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ბერა ახალი მუსიკალური კლიპით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.
როგორც მან საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე აღნიშნა, იმ ორი წლის განმავლობაში, რაც ოჯახთან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობს, არაერთი მოგონება დაუგროვდა, რისი გაზიარებაც სწორედ კლიპის მეშვეობით გადაწყვიტა.
„ჩვენ დავბრუნდით.
რიო-დე-ჟანეირომ და ბრაზილიელი ხალხის სითბომ უთვალავი მოგონება გვაჩუქა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც აქ ვიცხოვრეთ.
ჩემს ახალ მუსიკალურ ვიდეოში ამ ემოციების აღბეჭდვა მინდოდა.
ლოგიკური იყო, ჩვენი ბიჭის, დადუს სახე საჯაროდ პირველად იმ ქალაქში გამოგვეჩინა, სადაც დაიბადა. ამიტომ ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ. სიყვარულით ბრაზილიიდან!“, – წერს ბერა ივანიშვილი.