LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ, ისევე როგორც სხვა სასურსათო კომპანიები, მოსახლეობას მნიშვნელოვანი საკვებით ვამარაგებთ – Nestle რუსეთის ბაზარზე დარჩენის მიზეზებს განმარტავს

103
thumbs_b_c_a62c538eb7b1abee2af36f2ae6ecd9ac

Nestle რუსეთის ბაზარზე დარჩენის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ რუსეთში საქმიანობიდან მოგებას არ იღებს.

„ჩვენ არ ვიღებთ მოგებას დარჩენილი საქმიანობიდან. ფაქტი, რომ ჩვენ, ისევე როგორც სხვა სასურსათო კომპანიები, მოსახლეობას მნიშვნელოვანი საკვებით ვამარაგებთ, ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ძველებურად ვაგრძელებთ საქმიანობას”,- განაცხადა კომპანიის სპიკერმა Nestle-ს საკამათო პოზიციასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია სულ უფრო მეტად ექცევა ზეწოლის ქვეშ, რომ რუსეთში მუშაობა მთლიანად შეწყვიტოს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში შვეიცარიულმა კომპანიამ რუსეთში არააუცილებელი პროდუქტების გადაზიდვა შეაჩერა, თუმცა, განაგრძობს ბავშვთა საკვების, მარცვლეულისა და შინაური ცხოველების ზოგიერთი საკვების გაყიდვას.

უკრაინა Nestle-ს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდებს: „ტერორისტული ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა ნიშნავს დაუცველი ბავშვების მკვლელობას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g