“ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან”,-ეს განცხადება თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან გააკეთა.
კლინიკაში ინფექციონისტებისა და ექიმების შეხვედრა გაიმართა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, შეხვედრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინიციატივით შედგა და იყო პირვლი მცდელობა, რომ ერთად შეკრებილიყო ყველა ის მედიკოსი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის დროს განიხილეს წინასწარი შედეგები და გაიმართა დისკუსია ვირუსთან დაკავშირებით.