„არ ვიცოდი, ამ გოგოს ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა, ადრეული ქორწინება აქ ხშირია“, – ამბობს მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბიძა „მთავარ არხთან“. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით არც სკოლის დირექტორი იყო ინფორმირებული.
„ჩემი მეუღლე გყავთ დაკითხვაზე წაყვანილი, 10 წლის ბავშვი ჰყავს სახლში ელოდება, ასე როგორ შეიძლება?!
პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, ამ გოგოს დედაც ჰყავს და მამაც, ჩვენ რა შუაში ვართ?მე თბილისში ვარ ხოლმე, მე არ ვიცოდი ამ გოგოს ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა. ადრეული ქორწინება აქ ხშირია. სკოლის დირექტორმა სულაც არ იცის, რა მოხდა, ეს ბავშვი სკოლაში არ დადიოდა. ძმა ჰყავს და არც ის დადიოდა სკოლაში“, – ამბობს მოკლული გოგოს ბიძა [„მთავარი არხის“ თარგმანი]
მოკლული 14 წლის გოგოს ბიძის პირველი კომენტარი
“არ ვიცოდი ამ გოგოს ქორწინება რომ არ უნდოდა, ადრეული ქორწინება აქ ხშირია” | მოკლული 14 წლის გოგოს ბიძის პირველი კომენტარი
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 09 ოქტომბერი, 2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოსკენ გავრცელდა.
საგარეჯოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
პოლიციამ დღეს დააკავა 27 წლის კაცი, რომელსაც 14 წლის გოგოს მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა