რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი იზიუმი და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებები დატოვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ინფორმაციის მინისტრის პირველი მოადგილე დანილ ბესონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ უკვე იზიუმში ვართ. მედესანტეები თავდაჯერებულად აგრძელებენ წინსვლას, ათავისუფლებენ ხარკოვის რეგიონს რაშისტებისგან! ჩვენ არ ვჩერდებით“, — აცხადებს უკრაინელი სამხედრო ვიდეოში.
მანამდე დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრი მოადგილემ დანილ ბეზსონოვი Telegram-ზე დაადასტურა, რომ რუსებმა დატოვეს იზიუმი, ისევე როგორც ხარკოვის მიმართულებით სხვა დასახლებები“.
”დიახ, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს იზიუმი, ისევე როგორც ხარკოვის მიმართულებით სხვა დასახლებები. რა თქმა უნდა, ეს ცუდია“, – წერს ბეზსონოვი „ტელეგრამზე“.
ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის არმიის სამხედროებისგან ქალაქ კუპიანსკის განთავისუფლების შესახებ.
ამასთან, უკრაინის სამხრეთში, სხვადასხვა მიმართულებაზე კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმიამ რამდენიმე ათეული კილომეტრით წინ წაიწია. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.