LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია”- გუდაურის ერთ–ერთი რესტორნის მფლობელი განცხადებას ავრცელებს

545
BeFunky-collage (4)

გუდაურში მდებარე რესტორანი –  “მთვრალი ალუბალი“ და მისი თანამშრომელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე წერს, რომ  კორონავირუსით დაინფიცირებული 3 ადამიანი, რომლებსაც ვირუსი საქართველოში გუშინ დაუდგინდათ ჩეხი ტურისტები არიან, რომლებიც მათ რესტორანში რეგულარულად დადიოდნენ.
“მეგობრებო,

დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში
ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას … ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას…

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება …

გისურვებთ ჯანმრთელობას”

“მესამე პაციენტმა შესაძლოა, სახლში წასვლა პირველს დაასწროს” – როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა

მსოფლიოს უკვე 78 ათასამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს – კორონავირუსის ახალი მონაცემები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები