LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მესამე პაციენტმა შესაძლოა, სახლში წასვლა პირველს დაასწროს” – როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა

217
BeFunky-collage (4)

კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს უცხოეთში, მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან ჰქონდათ კავშირი და მეოთხეული, შიდაგადაცემა არ დაფიქსირებულა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პაციენტები საშუალო ასაკის არიან, ერთი კაცი და ორი ქალი. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალი პაციენტებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ორი კი სხვა კლინიკაში.

რაც შეეხება პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პირველ პაციენტს ჯერ კიდევ უფიქსირდება ვირუსის მცირე ნიშნები რის გამოც, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რიგით მესამე პაციენტმა სახლში წასვლა პირველსაც დაასწროს.

ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე პაციენტის ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი არ აქვს

“პაციენტები რიგითი ნომრით  – პირველი და სამი, პირველი ტესტი ჰქონდათ უარყოფითი. მაგრამ არსებული წესებით აუცილებელია ორ თანმიმდევრულ წესში გამოვიდეს უარყოფითი. პირველ პაციენტთან ვერ შესრულდა – მეორე ტესტი იყო სუსტად დადებითი, ამიტომ მას ხელმეორედ ჩაუტარდება ეს ტესტები. რაც შეეხება ნომერ სამ პაცენტს, ჯერ მხოლოდ პირველი ტესტი ჰქონდა უარყოფითი,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კოვიდ 19- ის  ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა. ეს ვირუსის თბილისს გარეთ გამოვლენის პირველი შემთხვევაა. პაციენტი აჭარის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g