LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე პაციენტის ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი არ აქვს

2090
coronavirus4

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტის პირველ ტესტს უარყოფითი შედეგი აქვს:

„პირველ დადასტურებულ შემთხვევას, იქ გვაქვს ასეთი სიტუაცია. გუშინ ავიღეთ პირველი ანალიზი, რომელიც იყო უარყოფით. დღეს განმეორებით ანალიზი გამოვიდა სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამოდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე პაციენტი, ასევე ირანში დაინფიცირებული და ამ პირველთან ერთად, აი მას პირველი ტესტი დღეს უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ გაუკეთდება, როგორც წესია და თუ ამ პირველისგან განსხვავებით ხვალაც უარყოფითი იქნა, მაშინ ისე გამოვა, რომ გაწერაში ის მესამე გაასწრებს პირველს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g