LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ექიმები საზღვაგარეთ მყოფ ქართველებს სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ – პაატა იმნაძე

163
1584797429-89839441-1623572831113948-5610720030229528576-o

“ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს”, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს იქაური ექიმები ვერ ეხმარებიან.

“მათ შორის არის ჩემი ნათესავი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ის არის სახლში, აქვს ყველა სიმპტომი, თუმცა იქაური ექიმი ვერც კი ელაპარაკება მას. საქართველოდან ჩვენი ექიმი უწევეს სატელეფონო კონსულტაციას”, – აცხადებს იმნაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია უკვე 21 პაციენტი. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g